воскресенье, 29 июня 2014 г.

დღე 4

განვიხილეთ შეფასების სხვადასხვა მეთოდები.გავეცანით შეფასების ხუთ ძირითად მიზანს,შემდეგ გავაკეთეთ შეფასების მოკლე მონახაზი.
ვინუშავეთ შეფასების გეგმებზე, შეფასების დროის ჩარჩოზე და შეფასების ინსტრუმენტებზე. შემდეგ ეს შეფასების სქემები მოვარგეთ ჩვენს პროექტს.
გავეცანით პორტალს ict.tpdc ge სადაც მოთავსებულია ვიდეო გაკვეთილები.
გავიხსენეთბლოგის ფონის დიზაინზე მუშაობა, ვისწავლეთ საქაღალდის დაარქივება და გადაგზავნა.
დავალება მეორე მოდული წასაკითხად. რეფლექსიები.

суббота, 28 июня 2014 г.

დღე 3

  გავეცანით სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკას,
  შევავსეთ სასწავლო პროექტის გეგმის შაბლონი
  გავეცანით როგორ უნდა შევარჩიოთ თემისთვის მიმართულების მიმცემი და საკვანძო კითხვები.
  დავამთავრეთ ბუკლეტზე მუშაობა.
  ვიმუშავეთ ჯგუფებში ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი კითხვების შედგენაზე.
  ჩემი პროექტისთვის "ხალხური
და თანამედროვე მუსიკის სინთეზი"  დავსვი კითხვები
        ზოგადი - რა არის ჰარმონია?
         შინაარსობრივი - რა შეიძლება გვასწავლოს მუსიკამ ისტორიის შესახებ?
         თემატური - იცნობთ თუ არა ქართული ხალხური მუსიკის შემსრულებლებს        ჰამლეტ გონაშვილის და ანზორ ერქომაიშვილის შემოქმედებას?
        საშინაო დავალებად გვაქვს სამ მონაწილეს გავუკეთოთ უკუკავშირი ზოგად, შინაარსობრივ და თემატურ კითხვებზე.

воскресенье, 22 июня 2014 г.

დღე 2

                                                             
    დღეს ვისწავლეთ რეფლექსიაზე კომენტარების გაგზავნა, ვისაუბრეთ ჩვენს მიერ არჩეულ თემაზე, შევავსეთ ბუკლეტის გარეკანი და გავგზავნეთ საკუთარ ფოსტაზე.      საშინაო დავალებად დაგვევალა ბუკლეტის დამთავრება და ერთმანეთის რეფლექსიაზე სამი კომენტარის გაგზავნა.

დღე 1

     დღეს  ჩვენ ვნახეთ და გავეცანით სახელმძღვანელოს. შევქმენით საქაღალდეებისგან პორტფოლიო სადაც მოვათავსეთ პროექტის შესაბამისი ჩეკლისტები .
    გავეცანით მოდულებს.
    გავეცანით პროექტს ‘რომეო და ჯულიეტა’ სამწუხაროდ ვერ შევქმენით ახალი ბლოგი, ტექნიკური პრობლემების გამო, ამიტომ საშინაო დავალებად დაგვევალა ბლოგის შექმნა. ასევე დაგვევალა თემის მოფიქრება პროექტისთვის.