суббота, 19 июля 2014 г.

დღე 9

გავაკეთე ჩემი პროექტის პრეზენტაცია და ასევე გავეცანით ტრენინგის მონაწილეთა პროექტებს. ყველა ძალიან საინტერესო, აქტუალური და სახალისო აღმოჩნდა.
დავუსვით კითხვები ერთმანეთს თემის ირგვლივ.
ტრენინგი ძალიან საინტერესო იყო, რაც ჩვენი ტრენერის ნინო მარღიშვილის უდიდესი დამსახურებაა.ქალბატონ ნინოს დიდ მადლობას ვუხდით იმ გულისხმიერებისათვის რომელსაც იგი თვითოეული ტრენინგის მონაწილისადმი იჩენდა და მომავალშიც ვისურვებდით მასთან თანამშრომლობის გაგრძელებას.
ტრენინგის დასასრულს გადმოგვეცა სერთიფიკატები.

суббота, 12 июля 2014 г.

დღე 7
 დღეს ჩვენ გავეცანით მე-6 მოდულს. პროექტის გეგმაში შევავსეთ პროცედურები და დიფერენცირებული სწავლება, შევქმენით სკაფოლდინგი განსაკუთრებული საჭიროებების მქონე მოსწავლეებისათვის და შევინახეთ საქაღალდეში "სასწავლო პროექტის დამხმარე".
ვნახეთ გარდნერის მრავალმხრივი თეორია.
საშინაო დავალებად გვაქვს მე-6 მოდული წასაკითხად.

воскресенье, 6 июля 2014 г.

დღე 6

  დავასრულეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, ავტვირთეთ გუგლსივრცეში და ბლოგზე გამიოვაქვეყნეთ.
   გავეცანით მეხუთე მოდულს. გავეცანით თუ როგორ გამოვიყენოთ შეფასების რუბრიკები, ქულების მინიჭების სქემები და ჩეკლისტები 21-ე საუკუნის მაღალი სააზროვნო უნარების  განვითარებისთვის.
   შევიმუშავეთშეფასების გეგმა ჩვენი პროექტისათვის და განვსაზღვრეთ თითოეული მახასიათებლის წონა და გამოვთვალეთ მაქსიმალური ქულა.ვიმუშავეთსასწავლო პროექტის შაბლონში, შევავსეთ საბაზისო უნარ-ჩვევების გრაფა.
  დავალება- მოსწავლის სავარაუდო ნაშრომს გავუკეთოთ უკუკუვშირი.
წავიკითხოთ მე-5 მოდული. 

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი


суббота, 5 июля 2014 г.

დღე 5

   გავეცანით მესამე მოდულს.კავშირებს.
 გადმოვწერეთ საავტორო უფლებების მარტივი შაბლონი შესავსებად.გავეცანით ეთიკის ნორმებს საავტორო უფლებებთან დაკავშირებით.
ვისწავლეთ ინტერნეტის გამოყენება კვლევისათვის.
ვისწავლეთ youtube-დან ვიდეოების გადმო.წერა და ბლოგზე დადება
   ასევე გავეცანით მეოთხე მოდულს ნაწილობრივ.
გავხსენით მოსწავლის სავარაუდო მაშრომი.
დავალებად გვაქვს მესამე და მეოთხე მოდული წასაკითხად და რეფლექსიები.

Nino Katamadze & Insight - Beauty (Red Line)